კერძოდ, ორშაბათიდან დაშვებულია მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსების მოძრაობა, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი საქონლის მიწოდება და ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა.
შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხსნება, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, რომლებიც მკაცრი კარანტინის ზონებადაა გამოცხადებული.
გარდა ამისა, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის სახით, დაიშვება თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში მანქანების შესვლა–გასვლა, რაც 15 აპრილს დაწესდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.
ხელისუფლება ექვს ეტაპად გეგმავს კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. ამავე დროს, გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზიდან, მოხსნილი შეზღუდვები შესაძლოა განმეორებით ამოქმედდეს, ხოლო თითოეული მომდევნო ეტაპის ვადები გადაიხედოს.