Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ცარიელი ქუჩები
თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 485-მდე გაიზარდა, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, ათობით ათასმა ადამიანმა კარანტინი გაიარა

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ ორი თვე გავიდა - 26 თებერვალს COVID-19 ირანიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ინფიცირებული მაშინვე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. მას სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. მეორე შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა - ეს იყო იტალიიდან ჩამოსული მამაკაცი.

© video: Ruptlyთბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში
ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა - Sputnik საქართველო
თბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში

დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 485-მდე გაიზარდა, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მათ შორის 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი.

ქვეყანაში აკრძალულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში გადაადგილებისთვის დაიშვა. ასევე სავალდებულო გახდა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება - ამისათვის პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს ეკისრება.

ქვეყანაში გაუქმებულია ყველა საქალაქთაშორისო და სარკინიგზო გადაზიდვები. საქართველოს ავიამიმოსვლა გარე სამყაროსთან შეწყვეტილია, ჩაკეტილია ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

© video: Sputnik / Anna Anastasiadi / Vladimir Umikashvili„არავითარი პანიკა არ არის!“: ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია - ვიდეო
ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა - Sputnik საქართველო
„არავითარი პანიკა არ არის!“: ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია - ვიდეო

მთლიანად ჩაიკეტა ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. გორის, ფოთის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, ვანისა და ცაგერის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში და ცალკეულ სოფელში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

ამასთან ერთად, მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უკვე შეიმუშავა. კერძოდ, 27 აპრილს მოიხსნება მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის გადაადგილება. აკრძალვების მოხსნა ექვს ეტაპად იგეგმება.

© Sputnik / Konstantin Ivanovკორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
ყველა ახალი ამბავი
0