Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში 1645-მდე გაიზარდა

© REUTERS / THILO SCHMUELGENტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს 485 პირი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 59 ადამიანი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მედიკოსები - Sputnik საქართველო
რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების ნახტომისებური დინამიკა ამოხსნილია

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1645 ფაქტი გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1139 ადამიანი, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს 485 პირი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმის მდგომარეობა უფიქსირდება 25-ს, დანარჩენები თავს ნორმალურად გრძნობენ.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 938 733 ინფიცირებულია, გარდაიცვალა 203 798 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0