ოლივია გეიხმანმა მომღერალი დედის დახმარება სცადა. ვირუსის პანდემიის გამო, ვარსკვლავები გასტროლებიდან სახლში დაბრუნდნენ და შვილებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ერთობიან. ოლივიამ სამზარეულოს დალაგება დაიწყო, მოგვიანებით კი დედასთან ერთად ვახშამის მომზადებას შეუდგა. ოლივია, მისი მესამე პარტნიორი და ოლივია ერთად ქალაქგარეთ უზარმაზარ სახლში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, პატარა გოგონა მამინაცვალთან თავს კომფორტულად გრძნობს.
მომღერალი გასტროლებზე ხშირად იმყოფება, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ოლივიასთან დროის გატარებას ინტენსიურად ცდილობს. ზაფხულისა თუ ზამთრის არდადეგებზე მომღერალი შვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. გასტროლებზე ყოფნის დროს კი მისი ქალიშვილი ქეთას დედასთან რჩება და ბებო ქართულ ლექსებსა და სიმღერებს ასწავლის. ქეთა მას არაფერში ზღუდავს, მათი ურთიერთობის სრული თავისუფლება ქეთას „ინსტაგრამ-სთორებზე“ შეიმჩნევა.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. მომღერალს ერთი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პატარა გოგონას ქეთას დედა ზრდის. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-თან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.