Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

© Pixabay / 12019საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. სკოლებში სწავლა 1 სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს>>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

„სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. 

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
მიხეილ ჩხენკელი: ეს სემესტრი არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება

ამასთან, „ტელესკოლას“ 13 აპრილიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გაკვეთილები დაემატა – ეროვნული უმცირესობებისთვის.

პროექტის ფარგლებში „ტელესკოლაზე“ წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ წვდომა ინტერნეტზე.

როგორც გიორგი გახარიამ მანამდეც განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სკოლებში მიმდინარე სემესტრი შედგეს და მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი დაასრულონ.

ყველა ახალი ამბავი
0