რუსკა ქარქაშაძეს მსახიობობა ბავშვობიდან სურდა. პატარაობისას თეატრალურ სტუდიაში შეიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოეწონა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალ „კომედი კიდსში“.
10 წლის ასაკში ითამაშა ფილმ „არარეალურ სახლში“. 2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მელანოს როლი შეასრულა. რუსკა მივიდა მსახიობების შერჩევაზე, სადაც მის გარდა 500 გოგონა იყო.
რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა გაიცნო სწორედ სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. რუსკა ტრავმირებული თინეიჯერის მელანოს როლს ასრულებდა, თუმცა უსახსრობის გამო სერიალის გადაღებები შეწყდა. 14 წლის მსახიობი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედზე“ შოუს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ წამყვანადაც იხილა, შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსვკლვლავები“.
რუსკა საკმაოდ ცნობილი თინეიჯერია და სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ დააწყვილეს, სხავდასხვა ინტერვიუებში მსახიობი ამბობს, რომ შეყვარებული არ არის და ჯერ სწავლას აპირებს. ცოტა ხნის წინ რუსკამ Instagram-ის „სთორიში“ უცნაური ტექსტი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ რუსკა სამ ავარიაშია მოყოლილი, ასევე ჰოვერბორდით ორჯერ ძალიან დაიმტვრა.