Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გადადის თუ არა COVID-19 სექსის გზით: მეცნიერები გვაფრთხილებენ

© Pixabay / Deflyneშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომდინარე იქიდან, რომ ებოლას ცხელებას, ზიკას ვირუსსა და სხვა საშიშ ინფექციებს სქესობრივი გზით გადადების უნარი აქვთ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ SARS-COV-2–საც შეიძლებოდა ჰქონოდა ეს თვისება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დაავადება Covid-19–ის სქესობრივი გზით გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია, აცხადებენ იუტას შტატის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები და მათი ჩინელი კოლეგები, რომელთა ნაშრომი ჟურნალ Fertility & Sterility–შია გამოქვეყნებული. 

საემიგრაციო კომისიის დასარწმუნებლად სულაც არ არის საჭირო ხელიხელ ჩაკიდებული ჯდომა და წამდაუწუმ კოცნა - Sputnik საქართველო
„სექსი? რატომაც არა!“ – აკადემიკოსი კორონავირუსის წინააღმდეგ

გამომდინარე იქიდან, რომ ებოლას ცხელებას, ზიკას ვირუსსა და სხვა საშიშ ინფექციებს სქესობრივი გზით გადადების უნარი აქვთ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ SARS-COV-2–საც შეიძლებოდა ჰქონოდა ეს თვისება. ვარაუდის შესამოწმებლად მათ 34 ჩინელი პაციენტის სპერმის სინჯები აიღეს მათთვის Covid-19–ის დიაგნოზის დასმიდან ერთი თვის შემდეგ.

ანალიზმა აჩვენა, რომ არცერთი მათგანის სპერმა არ შეიცავდა ვირუსის კვალს. თუმცა, მეცნიერების თქმით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ ვირუსი საკვერცხეებში არ იქნებოდა.

„თუ ვირუსი არის საკვერცხებში, მაგრამ არ ხვდება სპერმაში, ის სქესობრივი გზით არ გადაეცემა. მაგრამ ამას შეუძლია დროთა განმავლობაში გავლენა მოახდინოს სპერმის ხარისხსა და მის გამომუშავებაზე“, — განმარტავს პროფესორი ცზინტაო გუო. 

ვითარებაში გასარკვევად მეცნიერებმა კვლევა განაგრძეს და აღმოაჩინეს, რომ ვირუსული ცილები განკურნებული მამაკაცების საკვერცხეების 6500 უჯრედიდან მხოლოდ ოთხში შედიოდა. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ SARS-COV-2 საკვერცხეებიდან სპერმაში ვერ ხვდება. 

თუმცა მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 34–ვე პაციენტს, რომელთა სინჯების საფუძველზეც ჩატარდა კვლევა, დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით უვითარდებოდა. სწავლულებს არ ჩაუტარებიათ ანალოგიური კვლევა COVID–19–ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებზე.

ექიმები და კორონავირუსზე ეჭვმიტანილი - Sputnik საქართველო
ქალები თუ მამაკაცები: ვინ უფრო მეტად ავადდება კორონავირუსით - ეპიდემიოლოგი განმარტავს

„გამორიცხული არ არის, რომ Covid-19–ით მძიმედ დაავადებულს ვირუსული დატვირთვა იმდენად მაღალი იყოს, რომ ამან  ვირუსის სპერმაში მოხვედრის ალბათობა გაზარდოს. ამაზე პასუხი ჩვენ ჯერ არ გვაქვს“, — განმარტა ჰოტალინგმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი გზით ინფიცირების შანსი უკიდურესად დაბალია, ინტიმური კონტაქტი მაინც უნდა შეიზღუდოს, ვინაიდან  ვირუსი არა მარტო დაცემინებითა და ხველებით, არამედ კოცნითაც გადადის. 

მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ქალებზე ხშირად  მამაკაცები ინფიცირდებიან, რაც შესაძლოა არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური განსხვავებებითაც იყოს განპირობებული.

ყველა ახალი ამბავი
0