სამართალდამცველებმა სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

პოლიციამ აღნიშნული პირებისგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო  თუთუნი ამოიღო, რომლის საბაზრო ღირებულება 18 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0