ქართულმა ინდი-თამაშმა Indigo Awards-ზე  ოთხი ჯილდო მოიპოვა

© Pixabay / Pexelsკომპიუტერის კლავიატურა
კომპიუტერის კლავიატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Medulla Game“ არის ერთგვარი  სათავგადასავლო თამაში-თავსატეხი,  სადაც ახალგაზრდა პერსონაჟი მოგზაურობს ისეთ ადგილებსა და გარემოში, სადაც ჩნდება სხვადასხვა უცნაური დაბრკოლება და თავსატეხი

თბილისიმ 24 აპრილი - Sputnik. ქართულმა ინდი-თამაშმა „Medulla Game” საერთაშორისო კონკურსზე Indigo Awards სამი ოქრო და ერთი  ვერცხლი მოიგო, აღნიშნულია Indigo Awards-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კერძოდ, ნამუშევარმა სამ  კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო მოიგო.  “Sound Design & Use of Music for Games 2020“-ში კი, სურათმა, ვერცხლი მიიღო. 

„Medulla Game“ ინდი-თამაშია, რომელიც თამაშის კრეატივ დირექტორმა და დამფუძნებელმა გია ბოხუამ და Lemondo Gamese-მა შექმნეს. თამაში 2020 წლის მარტში გამოვიდა.

„Medulla Game“ არის ერთგვარი  სათავგადასავლო თამაში-თავსატეხი,  სადაც ახალგაზრდა პერსონაჟი მოგზაურობს ისეთ ადგილებსა და გარემოში, სადაც ჩნდება სხვადასხვა უცნაური დაბრკოლება და თავსატეხი.  პოსტაპოკალიფსური პეიზაჟები, მუქი ლურჯი ტყეები, დნობადი  პეიზაჟები  ქმნის  დამაბნეველ და იდუმალ აურას.  ვერცხლის კურდღელი, კენგურუ მაიმუნი,  კენტავრი და სხვა უცნაური ცხოველები კი მის მოგზაურობას კიდევ უფრო  რთულს ხდის.

ინდი-თამაში კომპიუტერული თამაშია, შექმნილი დიდი კომპანიების ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ხშირად ეს თამაშები იაფია (ზოგჯერ უფასოც კი),  ჩვეულებრივ აქვთ პატარა ზომა, და ზოგიერთის თამაში  ინტერნეტიდანაც შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0