მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსაზრება: აშშ ბირთვული ტექნოლოგიების ბაზრიდან რუსეთისა და ჩინეთის გაძევებას ცდილობს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ს დროშა
აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შესაბამისი სტრატეგია გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე და აღნიშნა, რომ აშშ უნდა გახდეს მსოფლიო ლიდერი ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აშშ აპირებს განდევნოს რუსეთი და ჩინეთი მათი გავლენის ქვეშ მყოფი ბირთვული ტექნოლოგიების ბაზრებიდან და გახდეს მსოფლიო ლიდერი აღნიშნულ სფეროში, განაცხადა რადიო Sputnik-ის ეთერში სამხედრო პოლიტოლოგმა ანდრეი კოშკინმა.

„აშშ დღეს ყველაფერს პლანეტის ლიდერად ყოფნის იდეისთვის აკეთებს. ისინი ისწრაფვიან, განდევნონ რუსეთი და ჩინეთი ბირთვული ტექნოლოგიების სფეროდან. მაგრამ მსგავსი განცხადებები დღევანდელ რეალობას არ ასახავს. აშშ ხელიდან უშვებს შესაძლებლობებს და მათ არ ძალუძთ, პირველები იყვნენ ყველაფერში. ამას ჩვენ კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებითაც ვხედავთ — აშშ არ არის მაგალითი სხვა სახელმწიფოებისთვის. ასეა სხვა სფეროებშიც. მაგრამ დოკუმენტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ისინი მზად არიან დაამტკიცონ მსოფლიოს ჟანდარმის წოდება, რჩება. რუსეთიცა და ჩინეთიც საკმაოდ წარმატებულად ითვისებენ მაღალტექნოლოგიურ სფეროებს და აშშ მათ ვერ დაეწევა. ამგვარი სტრატეგიების შემქმნელების მცდელობა რჩება პროპაგანდისტულ მცდელობად - შეგვახსენონ, რომ აშშ ოდესღაც ერთპოლუსიანი მსოფლიოს რეჟიმში იყო. მაგრამ დღეს ეს მოდელი იშლება“, — განაცხადა ანდრეი კოშკინმა. 

მანამდე აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შესაბამისი სტრატეგია გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე და აღნიშნა, რომ აშშ უნდა გახდეს მსოფლიო ლიდერი ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში. 

დონალდ ტრამპმა „ყველაზე მძლავრი ბირთვული ძალების“ შექმნის პირობა დადო - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა „ყველაზე მძლავრი ბირთვული ძალების“ შექმნის პირობა დადო

„საბოლოოდ აშშ-ის მთავრობა გავა ბაზრებზე, რომლებზეც დღეს რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები დომინირებენ, და აღადგენს ჩვენს პოზიციას მსოფლიო ლიდერობაზე ბირთვული ენერგეტიკის სფეროში საუკეთესო ტექნოლოგიების ექსპორტით“, — ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცა განსახილველად.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს გეგმით, ჩინეთსა და რუსეთს ხელი უნდა შეეშალოთ მტკიცე კავშირების დამყარებაში „აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებთან“. გარდა ამისა, ბირთვული რეგულირების კომისიას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, უარი თქვას რუსეთსა და ჩინეთში წარმოებული ბირთვული საწვავის იმპორტზე“.

როგორც სააგენტო РИА Новости აღნიშნავს, ეს შესაძლოა ეხებოდეს სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ საწვავის კომპანია „ტველს“. 2016 წელს კომპანიამ ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს ერთ-ერთი ამერიკული ატომური ელექტროსადგურის ოპერატორთან თავისი ბირთვული საწვავის, „ТВС-კვადრატის“ საცდელ-სამრეწველო ექსპლუატაციაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0