„ლილუ გულაობს“ - ნანიკო ხაზარაძე და მისი მეუღლე ლილუმ დააბა და თვითონ ღვინოს სვამს - ვიდეო

© Facebook / Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე „ინსტაგრამზე“ უცნაურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის და მისი მეუღლე სკამზე არიან დაბმული.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ. ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანები ცდილობენ, თავი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სახალისო ფოტოებითა თუ ვიდეოებით გაირთონ. ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა და ბოლო ვიდეომ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. „ლილუ გულაობს“ - ასე ჰქვია ნანიკოს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ის და მისი ცნობილი მეუღლე ლევან მათითაშვილი სკამზე არიან დაბმული, ხოლო ლილუ ღვინით ხელში ცეკვავს.

View this post on Instagram

😂😂😂ლილუ გულაობს

A post shared by Naniko khazaradze (@naniko.khazaradze) on

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.

View this post on Instagram

#კარანტინი

A post shared by Naniko khazaradze (@naniko.khazaradze) on

უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლილუს დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს "ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.

ყველა ახალი ამბავი
0