წვიმა და თოვლი - საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება

© photo: Sputnikმოღრუბლული ცა თბილისის თავზე
მოღრუბლული ცა თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 აპრილამდე ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექი შენარჩუნდება. მთებში და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ღამით - ყინვა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში შენარჩუნდება მოღრუბლული, ცივი ამინდი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ბარში ჰაერის ტემპერატურა პლუს 1 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 12-14 გრადუსამდე მოიმატებს, კვირას - 17 გრადუსამდე.

© courtesy of Faig Huseynovრაჭის რეგიონი ზამთარში
წვიმა და თოვლი - საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება - Sputnik საქართველო
რაჭის რეგიონი ზამთარში

რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, პარასკევს ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 1 გრადუსამდე დაიკლებს, უქმეებზე 6-7 გრადუსამდე აიწევს. დღის განმავლობაში 18-19 გრადუსია მოსალოდნელი.

მთაში და მაღალ მთაში რაიონების უმეტესობაში სინოპტიკოსები ვარაუდობენ თოვლს, ღამით - ყინვას.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარი წამში 10-15 მეტრ სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0