Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ფაცაციას მორიგი უჩვეულო გარდასახვა - ახალმა ვარცხნილობამ ბუმი გამოიწვია

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახე და გადაცემა „არ გაჩერდეს“ შეუდარებელი წამყვანი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. იმიჯშეცვლილი თიკა შეუდარებლად გამოიყურება. თაყვანისმცემლებმა თვალებს ვერ დაუჯერეს. თიკას ცვლილება გაგაოცებთ...

ტელეწამყვანი ნებისმიერ ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

View this post on Instagram

აი ასე როცა დაგინახავს ესთეტი ფოტოგრაფი💙 @archil_sologhashvili

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. ფაცაცია სოციალურ ქსელში დიდი აქტუალობით გამოირჩევა. უახლესი სურათი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ასეთი ხმაური მისი სურათის და იმიჯის გარშემო აქამდე არ ატეხილა. როგორ გამოიყურება იმიჯშეცვლილი ტელესახე?

View this post on Instagram

დღეს არ გამოგრჩეთ @argacherde 11:00

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

„მის საქართველო“, „მის თბილისი“, „მის ოქროს გლობუსი“ - თიკა ფაცაციამ სახელი სამოდელო კარიერით გაითქვა. მისი პოპულარობა დღემდე არ წყდება. ყოფილი მომღერალი და მოდელი ტელემაყურებლების საყვარელი სახეა. სატელევიზიო სივრცეში ადრეულ ასაკში დაწყებული კარიერა წარუმატებელი ეთერების გარეშე მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. საზოგადოებამ თიკას და ვანიკო თარხნიშვილის შეუდარებელი დუეტი მალე შეიყვარა. გასართობი შოუ „ნიჭიერი“ წამყვანების წყალობით ძალიან პოპულარული გახდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

ყველა ახალი ამბავი
0