ეს გადაწყვეტილება კი არა, მხოლოდ ინიციატივაა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს – კალაძე

© photo: Sputnikთბილისი პიკის საათის დროს
თბილისი პიკის საათის დროს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნდა გათავისუფლდეს თუ არა დედაქალაქი საავტომობილო მოძრაობისგან თუნდაც ორი დღით კვირაში ან თვეში, რათა ჰაერი ცოტა მაინც გაიწმინდოს, მოსახლეობის გადასაწყვეტია, ამბობს თბილისის მერი.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვა თვის ან კვირის გარკვეულ დღეებში – ეს არის არა გადაწყვეტილება, არამედ ინიციატივა, განმარტა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კვირაში ორი დღით ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის>>

ასეთი კომენტარი გააკეთა მან თავის წინადადებაზე, რომ როდესაც ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, კვირაში ორი დღე, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების მიზნით, ქალაქი საავტომობილო მოძრაობისგან გათავისუფლდეს.

კალაძის თქმით, ახლა, როდესაც თბილისის ქუჩებში არ არის საავტომობილო მოძრაობა, ჰაერი ისეთი სუფთაა, "როგორც ბახმაროში". და თუ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს გასული წლის მარტის მაჩვენებლებს შევადარებთ, ისინი როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან.

„ჩვენ საზოგადოებას მივეცით კონკრეტული თემა სამსჯელოდ. ბევრი მიესალმა იდეას, წამოვიდა მოსაზრებები, როგორ ჯობია, როგორ დავაწესოთ ქალაქიდან გასვლა-შემოსვლის საათები. ეს ყველაფერი დასახვეწია სამომავლოდ. თუმცა ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა თავისი ინიციატივის განმარტებისას აღნიშნა, რომ ველოსიპედი არ გამოუგონებია, დაეყრდნო მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ზრუნავენ ეკოლოგიაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ტაქსის მძღოლი დამცავი ხელთათმანებით და პირბადით - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ტაქსის მძღოლებს დამატებითი შეღავათი დაუწესეს

„დღეს არის დედამიწის საერთაშორისო დღე. უკვე დროა, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ჩვენი პლანეტა და, შესაბამისად, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ეს ყველაფერი, რაზეც მე დღეს ვისაუბრე, არის ინიციატივის დონეზე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, იმსჯელოს, თუ როგორ გვინდა, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, კვირაში თუ თვეში ორი დღით უნდა იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

ბევრი კომპანია მარტის შუა რიცხვებიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, გაჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

17-დან 27 აპრილამდე ქვეყანაში აკრძალულია მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაც. თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩები დაცარიელდა, თუ არ ჩავთვლით სპეციალური საშვით მოძრავ ავტომობილებს, ასევე ბაიკერებსა და ველოსიპედისტებს.

ეს ყველაფერი დადებითად აისახა არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0