23 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 23 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 აპრილი – 1 მაისი

21 აპრილი – 1 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას პლანეტა მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს არაორდინარული აზროვნებითა და მაღალი კლასის ორგანიზატორული უნარებით აჯილდოებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 24, 30, 33, 39, 45, 51, 57.

© Sputnik / Maria Tsimintiaკურო
23 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კურო

ამ ადამიანთა სიმბოლოა გეორგინა.

ამ პერიოდში დაბადებულებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება უყვართ, დაუფიქრებლად მოქმედება სჩვევიათ. მათ თითოეულ საკითხზე კარგად დაფიქრება, შემდგომი ნაბიჯების გათვლა, ყოველის სიტყვის აწონ–დაწონა მართებთ. ამის შედეგად მათი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით იქნება აღსავსე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

23 აპრილს დაბადებულები

23 აპრილს დაბადებულები ნიჭიერი, კრეატიული ენერგიით აღსავსე და განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანები არიან. მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნამდვილი მწვერვალების დაპყრობა შეუძლით, ბედი მათ დიდებასა და კეთილდღეობას მიანიჭებს; მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში დაიბადება და გაიზარდება ადამიანი. თუ მის მიმართ გულგრილი ან სასტიკი იყვნენ, ამ ადამიანს გაუჭირდება თავისი ნიჭის გამოიყენება, თუ არასწორ გზას აირჩევს და ენერგიას ცუდ საქციელზე დახარჯავს, მისი ცხოვრება არახელსაყრელ პირობებში წარიმართება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან>>

ამ დღეს დაბადებულები მრავალმხრივი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ნიჭის რეალიზებისთვის მუდამ შესაფერისი სფეროს ძებნაშია არიან. როდესაც თავშესაფარს პოულობენ რაიმე მძლავრ ორგანიზაციში, დროებით მშვიდდებიან, მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ დროებითი ტრამპლინია წინსვლისთვის. ოჯახს ძალიან ხშირად პრაგმატულად, ანგარებით ქმნიან, რათა შეუერთდნენ მძლავრ კლანს და იქ დაცულად იგრძნონ თავი. არ უყვართ განმარტოებით ცხოვრება. მათ სჭირდებათ სივრცე, რათა თავიანთი შესაძლებლობები მთელი მასშტაბით გაშალონ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა თავდაჯერებულობა და ფინანსური წარმატება. თუ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ, თავიანთი ქმნილებების უკვდავებას ელოდებიან, ხოლო წარმატებული ბიზნესმენები – საკუთარი საქმის გაგრძელებას.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულები ინდივიდუალობას ამჟღავნებენ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. თუ მათ ჯგუფის მხარდაჭერის მხრიდან საფრთხე შეექმნათ, ცდილობენ, თავიანთი სიტყვები და ქმედებები გააკონტროლონ. ისწრაფვიან რა თავდაჯერებულობისა და სიმშვიდისკენ, თავად შეუძლიათ იყვნენ უხეშიც კი. ეს იმპულსურობა მათ საზოგადოებრივ სტატუსს, ოჯახსა და საქმიან კარიერას ემუქრება.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

23 აპრილს დაბადებულები ნამდვილად ბედნიერები მაშინ არიან, როცა ცხოვრებას არჩეულ საქმეს უძღვნიან; ამავე დროს, მათი ინდივიდუალობა არ უნდა დაითრგუნოს. მათი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ მუდმივად იმუშავებენ სრულყოფაზე, ახალ პროექტებზე, განვითარდებიან. ჩვეულებრივ, ძალზე გონებაგამჭრიახი არიან; კარგად ესმით სხვა ადამიანების. ურთიერთობებისას შეიძლება ადამიანებზე მეურვეობასა და მზრუნველობაში გადააჭარბონ კიდეც.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

23 აპრილს დაბადებულები შეგნებულად უნდა მოემზადონ სიბერისთვის – არ უნდა დაკარგონ ფიზიკური აქტივობა, დაიტვირთონ თავი სხვადასხვა სავარჯიშოთი. ავადმყოფობებიდან მათ ყველაზე ხშირად აწუხებთ ართრიტი სხვადასხვა გამოვლინებით და მის განვითარებას სწორედ ფიზიკური ვარჯიში შეებრძოლება. ასევე მათი სუსტი ადგილებია სმენის ორგანო და ტვინი. ძალიან უყვართ ცომეული, ამიტომ კვება უნდა გააკონტროლონ.

რჩევა:

არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, იყავით მოქნილი, არ გახდეთ კონსერვატორი. შეინარჩუნეთ წონასწორობა პირად ცხოვრებაში. მიენდეთ ინტუიციას, ნუ დაიგროვებთ ემოციებს შიგნით, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმისას ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. 

ყველა ახალი ამბავი
0