Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 107 პირი

© photo: Sputnikექიმები
ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 416–ს მიაღწია. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს. გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5 160, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა, ნათქვამია მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 9 ადამიანი შეემატა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს. გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5 160, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ხელისუფლებამ, ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში რიგი აკრძალვები, მათ შორის, კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) მოქმედებს

ყველა ახალი ამბავი
0