Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დაადგინა

© Pixabay / WokandapixШкольные парты в классе в школе
Школьные парты в классе в школе - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო პირველკლასელთა რეგისტრაციის ოთხივე ეტაპზე რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი ეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, თუმცა, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

„ახალი სკოლის მოდელი" ოთხი წლის შემდეგ მთელ საქართველოს მოიცავს>>

კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.

სამინისტროს ინფორმაციით, წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა.

„აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იცვლება პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი.

კერძოდ, რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

მეორე ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, ანუ საყოველთაო რეგისტრაციას, აქაც  იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები: რეგისტრაცია დაიწყება 2 ივნისს და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მიხეილ ჩხენკელი: ეს სემესტრი არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება>>

რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე ეტაპზეც იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი. კერძოდ, მეოთხე ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბავშვი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
საქართველოში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც პირველ, მეორე ან მესამე ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს ელექტრონულად გადაგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

პროექტ „ტელესკოლას“ ეროვნული უმცირესობების ენებზე გაკვეთილები დაემატა>>

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

ყველა ახალი ამბავი
0