Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

იმნაძე: ცხოვრების ჩვეული წესის დასაბრუნებლად ალბათ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება

© Sputnik / Alex Shlamovდაკეტილი კაფეები და რესტორნები თბილისში
დაკეტილი კაფეები და რესტორნები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება მაშინვე ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს რომ დავუბრუნდეთ, ერთი წელია საჭირო, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 22 აპრილისთვის>>

იმნაძის თქმით, შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნება, მაგრამ მოქალაქეებს მოუწევთ დიდი ხნით უარის თქმა ისეთ ტრადიციებზე, როგორიცაა ოჯახური ან მეგობრების შეკრებები.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის პიკი საქართველოში

„რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს“, – განაცხადა იმნაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი შეზღუდვა მოიხსნას. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ისწავლის საზოგადოება კორონავირუსთან თანაარსებობას.

„ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე ასევე იმედოვნებს, რომ ვაქცინამდე გამოჩნდება პრეპარატი, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე იმოქმედებს. მან არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლება უკვე ზაფხულშიც მოხდეს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს

ინფექციონისტს გაუჭირდა თქმა, შესაძლებელია თუ არა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა და რეინფიცირების შემთხვევები, თუმცა, ეპიდემიას, რომელიც „ესპანური გრიპის“ სახელითაა ცნობილი (1918–1920), გავრცელების ორი ტალღა ჰქონდა.

„ეს დაავადება არის ძალიან გამოუცნობი, ამიტომ ძალიან გვეშინია ყოველგვარი პროგნოზების, იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ. ჩვენ გვაქვს ე.წ. ესპანური გრიპის ისტორია, პანდემიას ჰქონდა ორი ძლიერი ტალღა... ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება და რაღაცების შეცვლა ჩვენს ცხოვრებაში“, – აღნიშნა იმნაძემ.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 411 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 98, გარდაიცვალა ხუთი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 579 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0