ზუსტად ერთი თვეა საქართველოსი საგანგებო რეჟიმი გამოცხადაა. ამის გამო მსოფლიოს მასშტაბით სლოგანი „დარჩი სახლში“ ამოქვედდა. სატელევიზიო გადაცემების გადაღებები გადაიდო, თეატრი აღარ მოქმედებს- გიორგი გასვიანმაც ასპარეზიდან დროებით სახლში გადაინაცვლა. თვითიზოლაციის პირობებში უამრავი ტელესახე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციას ითვალისწინებს, შესაბამისად სახლსი დარჩენა ყველაზე აქტუალური გახდა. ისე როგორც არასდროს, გიორგი გასვიანს იმიჯის შეცვლა განსაკუთრებულად მოუხდა. ასე გამოიყურება იზოლირებული ტელესახე.
გიორგი გასვიანი საზოგადოებამ ჯერ თეატრის სცენიდან მსახიობის რანგში, მოგვიანებით კი პოლიტიკური გადაცემების წამყვანის ამპლუით გაიცნო. პოპულარული ტელესახე სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი გადაცემები მაღალ რეიტინგს სწორედ სკანდალებით იღებდა. კრიტიკული კითხვები, სკანდალური სტუმრები და მძაფრი თემების განხილვა – გიორგი გასვიანის ნიშად იქცა. ყველას კარგად ახსოვს ტელეარხ "იბერიაზე" გადაცემა „ფაბრიკა“, მანამდე „პრიორიტეტის“ წამყვანი იყო. მისი გადაცემები მუდამ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გიორგი გასვიანის ქარიზმატულობა დიდ ყურადღებას იქცევს. უახლესმა ფოტომ დიდი ყურადღება მიიპყრო. გიორგი გასვიანი რამდენიმე ხნის მანძილზე სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე არ ჩანდა. ხაგრძლივი პაუზის შემდეგ გამოქვეყნებულ სურათზე ის ჰოლივუდელ ვარსკვლავს შეადარეს და უამრავი კომპლიმენტით აავსეს.
გიორგი გასვიანის ხმის ტემბრმა, მაყურებლებთან უშუალო კონტაქტმა, ინდივიდუალიზმმა მისი წარმატება განაპირობა. გიორგი გასვიანი დაოჯახებული არ არის და არასდროს ყოფილა. აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ქალბატონები ეხმაურებიან და ეს მოსწონს. ტელეკომპანია „იმედში“ გადასვლის შემდეგ რეიტინგული შოუ „სიცრუის დეტექტორი“ ეკრანებს დაუბრუნდა, გიორგი გასვიანმა კი პროდიუსერის მიერ დაკისრებულ მისიას თავი წარმატებით გაართვა.