ციფრული მეგობარი იზოლაციაში: ქართულმა კომპანიამ ვირტუალური თანამოსაუბრე შექმნა

CC0 / Pixabay / უძილობა
უძილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Space-19" გიამბობთ ყველაფერს პანდემიაზე, მასთან დაკავშირებულ მითებსა და ეპიდემიასთან ბრძოლის მაგალითებს მთელი მსოფლიოდან

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ქართულმა კომპანია Anima Chatbotics-მა სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნა ვირტუალური თანამოსაუბრე Space-19, რომელიც კორონავირუსის შესახებ სანდო ინფორმაციას გაგაცნობთ.

მასთან მესენჯერით საუბრისას ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პასუხების მოსმენა კორონავირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე. Space-19 გიპასუხებთ, რა არის მითი და რა - რეალობა.

Space-19, კორონავირუსის გავრცელების ფაზებისა და პროფილაქტიკის პრაქტიკული მეთოდების გარდა, გაგიზიარებთ პანდემიასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს მსოფლიო ისტორიიდან.

საინტერესოა, რომ Space-19-ს შეუძლია გაიგოს, როგორ ხასიათზე ხართ, ესმის თქვენი გემოვნება, რის შემდეგაც იწყებს საუბარს თქვენთვის სასურველ თემაზე, იქნება ეს ხელოვნება, მუსიკა, კინო თუ კულინარია.

მარიამ გოჩიაშვილი, Anima Chatbotics-ის პროექტის მენეჯერი, ამბობს, რომ Space-19-ის მთავარი მიზანია, იქცეს ნებისმიერი ასაკის ადამიანის ციფრულ მეგობრად პანდემიის პერიოდში.

იმისათვის, რომ გაესაუბროთ ვირტუალურ თანამოსაუბრეს, საჭიროა Facebook-ში ან მესენჯერში დარეგისტრირება. უნდა აღინიშნოს, რომ „ჩატ-ბოტი“ მუშაობს, როგორც „ბეტა-ვერსია“. ეს ნიშნავს, რომ ის განახლდება და დამუშავდება მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად.

Anima Chatbotics - არის ქართული სტარტაპი, რომელსაც ციფრული დამხმარეების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი აერთიანებს პროგრამისტებისა და დიზაინერების ჯგუფს, რომლის მიზანია ე.წ. ცოცხალი ჩათ ბოტის შექმნა. Space-19 ერთ-ერთი მათგანია.

ყველა ახალი ამბავი
0