ოჯახური ძალადობა: მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 48 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსოფლიოში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლი. 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჩამონათვალს მალე დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისიც.

ოჯახში ძალადობა და მუქარა: პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა>>

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0