თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ქვეყანაში იმიგრაციის შეჩერების შესახებ ბრძანებულებას, რათა ამერიკის მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ.
„უხილავი მტრის თავდასხმისა და ასევე ჩვენი დიადი ამერიკელი მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, მე ხელს მოვაწერ განკარგულებას აშშ-ში იმიგრაციის შეჩერების შესახებ!“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე.
In light of the attack from the Invisible Enemy, as well as the need to protect the jobs of our GREAT American Citizens, I will be signing an Executive Order to temporarily suspend immigration into the United States!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 21, 2020
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი სამხრეთ საზღვარზე წესრიგის დამყარება და იმიგრაციული რეფორმის გატარება იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახსნა რა ეს ტერორიზმის საფრთხეებით, პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო და ასევე შეზღუდა აშშ-ში შესვლა რამდენიმე მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისა და ლტოლვილებისთვის.
ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება არსებული საიმიგრაციო სისტემის მიმართ და ახალი სისტემის დანერგვის წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმად, უპირველესად უნდა განიხილებოდეს საკითხი, თუ რა სარგებელს მოუტანს ესა თუ ის იმიგრანტი შეერთებულ შტატებს. მათ შორის, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მაძიებლის განათლების დონესა და შრომისუნარიანობას. თუმცა ტრამპის ინიციატივას კონგრესმა მაშინ მხარი არ დაუჭირა.