საქართველო იმპორტჩანაცვლებისთვის პერსპექტიულ დარგებს განავითარებს

© Sputnik / Denis Aslanovნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში განსაზღვრავენ დარგებს, რომლებიც მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის იქნება მიმზიდველი.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს შიდა წარმოების განვითარებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
შესრულებული დანაპირები, იმპორტჩანაცვლება და სხვა მიღწევები ქართულ სოფლის მეურნეობაში

მსოფლიოში კორონავირუსის გამო შემცირდა პროდუქციის წარმოება, რის გამოც ექსპერტები სავაჭრო ბრუნვის შემცირებას ვარაუდობენ მსოფლიოში და, კერძოდ, საქართველოში. ამას გარდა, კორონავირუსის ფონზე გაიზარდა უმუშევრობა, იხურება კომპანიები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გადარჩენისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების გეგმაზე მუშაობს.

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი – ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ამის შესაძლებლობები არის როგორც სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში, კვების ინდუსტრიაში, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების თვალაზრისით, მათ შორის - საშენ მასალათა წარმოების განვითარება, ელექტროტექნიკის წარმოების განვითარება, წიაღისეულის გადამუშავება და სხვ.

საკონსულტაციო კომპანია Galt&Taggart საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს ორი მიმართულებით შეაფასებს.

ანალიტიკოსები მთავრობას საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარებიან>>

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვაფასებთ საიმპორტო კალათას იმ კატეგორიებით, რომლის ჩანაცვლებაც შეგვიძლია და რისი პოტენციალიც ქვეყანას რეალურად აქვს, ხოლო მეორე მხრივ საუბარი შეეხება იმ დარგებს, რომლებიც არიან სამომავლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომზიდველი და რომლებიც უფრო და უფრო მოერგებიან იმ ახალ რეალობას, რაც პოსტკრიზისულ ეტაპზე გვექნება“, – განაცხადა Galt&Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

როგორ ასტიმულირებს ეკონომიკას მთავრობა

ეკონომიკის სტიმულირებისა და მოსახლეობის დახმარებისთვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოყოფს მასტიმულირებელ პაკეტს ორი მილიარდი ლარის ოდენობით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 13 მარტს ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფის თაობაზე განაცხადა.

მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო
რაში დახარჯავს მთავრობა დონორების მიერ გამოყოფილ 1.5 მილიარდ დოლარს: მინისტრის განმარტება

თავდაპირველი პაკეტი გულისხმობს 2020 წლის ნოემბრამდე გადასახადების შეჩერებას ტურისტული სექტორისთვის, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო–საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების დაჩქარებასა და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.

მთავრობა ასევე მოახდენს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტის სუბსიდირება, მათ შორის ფქვილის, რძის ფხვნილის, ზეთის, და შექმნის ამ პროდუქტების მარაგს (50 მლნ ლარის).

ამას გარდა, მთავრობა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს დაუფარავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადებს.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება>>

დონორების დახმარება

გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღება მოახერხა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელებას, რაც წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას ნიშნავს.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

ასევე აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანული განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომლებიც ქვეყნის ერთგული დონორები არიან, საქართველოსთვის 2020 წლის ბოლომდე გამოყოფენ 1,5 მილიარდ დოლარს.

ამდენივე თანხას, აუცილებლობის შემთხვევაში და მთავრობის შუამდგომლობით, დონორები გამოყოფენ კერძო ფინანსური სექტორისა და რეალური სექტორის დასახმარებლად.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისთვის 402-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0