თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას, დაწერა Twitter-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ვლადიმირ პუტინმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფორუმზე მსოფლიოს ომის ისტორიაზე სიმართლე შეახსენა >>
ევროპელი ებრაელობის კატასტროფის და გმირობის დღე - იომ-ა-შოა იმ ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა, რომლებიც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლეს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას. ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებს ემსხვერპლა. ჩვენ ვგმოთ ანტისემიტიზმის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებას. ვიხსენებთ გარდაცვლილებს, პატივს მივაგებთ გადარჩენილებს და ლტოლვილებს“, – წერს გიორგი გახარია.
იომ-ა-შოა - კატასტროფის დღე - ხსოვნისა და გლოვის ეროვნული დღე ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ 1951 წელს დაწესდა და 27 ნისანს აღინიშნება. ეს არის დღე, როდესაც მთელ მსოფლიოში იხსენებენ ებრაელებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ.
ამ დღეს მთელ ისრაელში სამგლოვიარო სირენა ისმის. ორი წუთით წყდება ყოველგვარი საქმიანობა, ჩერდება ტრანსპორტი. სახლებში ხსენების ნიშნად სანთლები ინთება. იერუსალიმში მემორიალურ მუზეუმში „იად ვა-შემში“ კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის ოფიციალური ცერემონია იმართება. ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მილიონობით ებრაელი ამ დღეს მიცვალებულთათვის ლოცვა „კადიშს“ კითხულობს.