Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები აპრილის ბოლოს საქართველოში – ფრენების განრიგი

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways–ის თვითმფრინავი
Airzena - Georgian Airways–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინში მოთავსდება.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. აპრილის მესამე დეკადაში სამშობლოში ჩარტერული რეისებით დაბრუნებას შეძლებენ იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 20 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთიდან ჩამოჰყავს.

აპრილის ბოლო დეკადის რეისების ცხრილი

თარიღი მიმართულება ავიაკომპანია
21 აპრილი რომი–თბილისი Georgian Airways
24 აპრილი ბარსელონა–თბილისი Georgian Airways
27 აპრილი ვარშავა–თბილისი Georgian Airways
30 აპრილი მადრიდი–თბილისი Georgian Airways
2 მაისი პრაღა–თბილისი Georgian Airways
ბილეთები ფრენამდე ორი დღით ადრე გაიყიდება. ბილეთის ფასი 199 ევროა. ფრენები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით შესრულდება.
საქართველოში ჩამოსული მგზავრები სავალდებულო 14-დღიან კარანტინში მოთავსდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0