Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: სახელმწიფოს შეუძლია, 1600-მდე ინფიცირებულ პაციენტს სრულყოფილად მოემსახუროს 

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 408-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 97

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ რიცხვის მიღწევის შემდეგ პაციენტების მკურნალობა ასეთი სრულყოფილი აღარ იქნება.

„არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი დარჩენილიყო ადეკვატური მკურნალობისა და მოვლის გარეშე. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. დღეს 400 პაციენტია, სამჯერ, ოთხჯერ უფრო მეტ პაციენტს - 1200-დან 1600 პაციენტამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს მომსახურების ამ დონით, რომელიც დღეს არის“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა

ცერცვაძის განცხადებით, პაციენტების მატების შემთხვევაში, არსებობს გეგმა B, რომელიც გათვლილია  2 ათას საწოლზე და გეგმა C  -  10 ათას საწოლზე.

„ამ შემთხვევებში,  სამედიცინო მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. იქ მომსახურების ის ტიპი შეიძლება  გამოვიყენოთ, რომელიც დღეს არის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და, ძირითადად, პაციენტების სახლში დარჩენით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ს დიაგნოზი 408-ს დაუსვეს, გამოჯანმრთელდა 97, გარდაიცვალა 4. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4816 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571  პაციენტია. 

ყველა ახალი ამბავი
0