Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა

© Sputnik / Shota Nozadzeინფექციური საავადმყოფოს მიმღები
ინფექციური საავადმყოფოს მიმღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 561 ადამიანია.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

აქედან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 561 ადამიანია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ მისი 10 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0