თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში, სოფელ ჟაბეშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
სროლის შედეგად ერთი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები ხორციელდება.
ნიკა ლატარია