Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პანდემიის დასრულებას შეიძლება ინფარქტების ტალღა მოჰყვეს: აკადემიკოსი განმარტავს

© Pixabay / Pexelsგულის შეტევა
გულის შეტევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის პანდემიის გამო პლანეტის მოსახლეობის ნახევარი — დაახლოებით 4 მლრდ ადამიანი სახლებშია გამოკეტილი.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინისა და იზოლაციის გამო ადამიანები იძულებული არიან, მკვეთრად შეამცირონ ფიზიკური აქტივობა, რასაც მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების აფეთქება შეიძლება მოჰყვეს, აცხადებს კარდიოლოგი, აკადემიკოსი იური ბელენკოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის პანდემიის გამო პლანეტის მოსახლეობის ნახევარი — დაახლოებით 4 მლრდ ადამიანი სახლებშია გამოკეტილი.

„ვფიქრობ, კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ მალევე ვიხილავთ ჰიპერტონული კრიზებისა და გულის იშემიური დაავადებების აფეთქებას. ამას ხელს შეუწყობს როგორც იძულებითი უმოძრაობა, ისე  არაბალანსირებული კვება და ურთიერთობის ნაკლებობა“, — განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, საფრთხე ექმნებათ არა მარტო ასაკოვან, არამედ ახალგაზრდა ადამიანებსაც, ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზღვარი 35 წელია. 

ვერხვის ბუმბული - Sputnik საქართველო
ვერხვის ბუმბული შესაძლოა კორონავირუსის პოტენციური გადამტანი იყოს: სეზონი ახლოვდება

თუმცა სპეციალისტი იქვე განმარტავს, რომ რისკის ძირითადი ფაქტორი მაინც არა იმდენად ფიზიკური აქტივობის შემცირებაა, რამდენადაც კვების რეჟიმის დარღვევა და ალკოჰოლი. 

გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხეებიდან, აკადემიკოსი ურჩევს საზოგადოებას, განსაკუთრებით ასაკოვნებსა და გულის დაავადებების მქონეებს, ყოველდღე შეასრულონ მარტივი ფიზიკური ვარჯიშები, უარი თქვან ცხიმიან საკვებზე და ალკოჰოლზე, რაც ათეროსკლეროზისა და ღვიძლის დისფუნქციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიცაა. 

ამასთან აკადემიკოსი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყოველდღიური სატელეფონო თუ ინტერნეტ–კონტაქტი ახლობლებთან. ეს იმისთვის, რომ ადამიანმა იზოლაციის სიმძიმე ნაკლებად იგრძნოს და ასევე არ იფიქროს, რომ ის მიტოვებულია.

„ეს, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი წამალია“, — ამბობს ექიმი.

დაფიქსირდა გარდაცვლილიდან ცოცხალზე კორონავირუსის გადაცემის შემთხვევა: პირველად მსოფლიოში>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 404 325 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 165 238 და განკურნებულია 624 798 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 759 696 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (198 674), მესამეზე — იტალია (178 972).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 79-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0