ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Nino Nizharadze / FBაჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აჭარაში კორონავირუსის ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრობს.
ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
„დილის ინფორმაციით, ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ინფიცირებული 10 დღის განმავლობაში საკუთარ ოჯახში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. იგი კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი, მისი ოჯახის წევრები კი საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული. დღის განმავლობაში ამ ოჯახის ახლო კონტაქტებს, ყველას ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევა. ინფიცირებული ქალი არის საშუალოზე მსუბუქი გამოხატულებით. მას ჩივილები გუშინწინ, ღამით დაეწყო“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯამში კლინიკა „მედალფაში“ 35 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით.

ყველა ახალი ამბავი
0