თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სამი წლის გოგონამ უჰანის საავადმყოფოდან შინ დაბრუნებული ექიმი მამა ვერ იცნო, რომელიც ორი თვის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობდა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან, იუწყება გამოცემა Asia One.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ვან ბენსიუ თებერვალში შევიდა ჰოსპიტალში და ახლაღა დატოვა იქაურობა — გადატანილი სტრესის ფონზე სრულიად გაჭაღარავებულმა და შეცვლილმა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ბავშვმა მამა ვერ იცნო და გაოცებულმა ჰკითხა, ვინ ხარო.
აღსანიშნავია, რომ ვან ბენსიუს ისტორია მალე ძალიან რეზონანსული გახდა და არაერთმა გამოცემამ დაწერა მის შესახებ. ამასთან, ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა ექიმი საავადმყოფოში შესვლამდე და როგორ გამოიყურება ახლა.
Wang Benxue, a #Guizhou head nurse who was on the frontline in #Hubei, was barely recognizable to his 3-year-old daughter when he finally returned home as his hair had turned grey during his time away. #COVID19 pic.twitter.com/3KMnzEixtr
— ShanghaiEye (@ShanghaiEye) April 14, 2020
გამოცემის ცნობით, პატარას გარკვეული დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მამაკაცი, რომელიც მას ეძახდა, მისი მამა იყო. შემდეგ კი მისკენ გაიქცა, ჩაეხუტა და ინტერესით მოქაჩა თმები.