თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ტელეარხის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო მეორემ სხეულის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.