მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტერორისტების ახალი ლიდერის ადგილსამყოფელი ცნობილია, გარეგნობა - არა: მიმდინარეობს ძებნა

© AFP 2024 / STR „ისლამური სახლემწიფოს“ ბოევიკებისთვის ჩამორთმეული იარაღი და დროშები
„ისლამური სახლემწიფოს“ ბოევიკებისთვის ჩამორთმეული იარაღი და დროშები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ ბოლო პერიოდში თავდასხმების სერიები განახორციელა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ახალმა ხელმძღვანელობამ დაჯგუფების ნარჩენებთან კავშირის აღდგენა მოახერხა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქურეიში ამ დროისათვის ერაყის ტერიტორიაზე იმყოფება, იუწყება ერაყის ტელეარხი al-Sumaria წყაროზე დაყრდნობით.  

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა - Sputnik საქართველო
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყისა და აშშ-ის სპეცსამსახურები მის იდენტიფიკაციაზე თებერვლიდან მუშაობენ.  

„არსებობს დამტკიცებული მონაცემები იმის თაობაზე, რომ ალ-ქურეიში ერაყშია და მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელთა ვიწრო წრემ იცის, როგორ გამოიყურება ის“, — აცხადებს ტელეარხის წყარო.

მისი თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ბოლო პერიოდში თავდასხმების სერიები განახორციელა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ ახალმა ხელმძღვანელობამ დაჯგუფების ნარჩენებთან კავშირის აღდგენა მოახერხა.

ამასთან წყარო აღნიშნავს, რომ თავდასხმები ორგანიზებულია, თუმცა „არ გამოიყურება მასშტაბურად“.

„ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერი ალ-ბაღდადი აშშ-ის სპეცსამსახურებმა გაანადგურეს სირიის პროვინცია იდლიბში 2019 წლის შემოდგომაზე. მაშინ გამოცემა Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ტეროროსტული დაჯგუფების ლიდერი ამირი მუჰამად აბდულ რაჰმან ალ-მაულ ალ-სალბი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0