„კოშმარში ვიყავი“ – როგორ დაამარცხა კორონავირუსი კინორეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი კვირიკაძე
ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის შესახებ, რომ რეჟისორი კორონავირუსით ინფიცირებული იყო, ინფორმაცია 15 აპრილს მისმა მეუღლემ, მხატვარმა და კინორეჟისორმა ტომა სტენკომ გაავრცელა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ეს იყო კოშმარი, თუმცა ღმერთმა ინება, თავი დავაღწიე ვირუსს და ახალი ცხოვრება დავიწყე – ასე შეაფასა ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ კორონავირუსზე გამარჯვება. 

ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი ირაკლი კვირიკაძე COVID-19-ს ებრძვის

იმის შესახებ, რომ რეჟისორი კორონავირუსით ინფიცირებული იყო, ინფორმაცია 15 აპრილს მისმა მეუღლემ, მხატვარმა და კინორეჟისორმა ტომა სტენკომ გაავრცელა.

ამ დღეებში კვირიკაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ ებრძოდა ვირუსს. 

„საავადმყოფოდან გამომწერეს. ღმერთმა ინება, რომ ვიცოცხლო და რაღაც ისევ გავაკეთო სიცოცხლეში. განწყობილია იმისთვის, რომ შევქმნა, დავწერო, გადავიღო. არადა სულ ახლახან კოშმარში ვიყავი. ეს სწორედ ის ვირუსია, რომელიც ყველას ყელში სწვდა. ძალიან ბევრი ვიბრძოლე და რაღაცნაირად ამ კოშმარს თითქოს თავი დავაღწიე“, – აცხადებს რეჟისორი.

კვირიკაძის სიტყვებით, ამ რთულ სიტუაციაში მას ახლობლების მხარდაჭერა დაეხმარა.

„ამაში ბევრი დამეხმარა. და მათ, ვისაც მივმართავ, დიდი მადლობა. ისე მოხდა, რომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებ“, – განაცხადა რეჟისორმა.

რით არის ცნობილი ირაკლი კვირიკაძე?

ირაკლი კვირიკაძე კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და პედაგოგია. დაიბადა 1939 წელს ბათუმში.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1968 წელს კი რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (გრიგორი ჩუხრაის სახელოსნო). 1974 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი.

კვირიკაძე არის როგორც საკუთარი ფილმების, ასევე სცენარების ავტორი ან თანაავტორი ფილმებისა „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „ურჩხული, ანუ ვიღაც სხვა“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996).

ბოლო წლებში კვირიკაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოსა და რუსეთში. ლექციებს კითხულობს მოსკოვში სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე, ანდრეი დობროვოლსკისთან ერთად ხელმძღვანელობს მხატვრული ფილმის სარეჟისორო სახელოსნოს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში.

ყველა ახალი ამბავი
0