საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე: უფრო მეტმა ადამიანმა მზერა ღვთისკენ მიმართა

© photo: Sputnik / Stringerაღდგომა დისტანციის დაცვით
აღდგომა დისტანციის დაცვით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ რეალობაში ყველა ქვეყნისთვის მთავარ ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოება და სოფლის მეურნეობის აღორძინება, ბრძანა ილია მეორემ

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ძირითად თემად იქცა.

საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანებია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 19 აპრილს აღინიშნება.

„უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა,“ - ნათქვამია ეპისტოლეში.
კორონავირუსი აშშ-ში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 19 აპრილისთვის

კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ ახალ რეალობაში ყველასათვის წინა პლანზე წამოიწია ადგილობრივი წარმოება და სოფლის მეურნეობის აღორძინება. და ამასთან სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს უფრო ახლოს იყოს ღმერთთან.

„ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში“, - ნათქვამია გზავნილში.

ამასთან მან შეახსენა მორწმუნეებს, რომ საჭიროა სიფრთხილე და ზომიერება.

„მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით, ანუ რწმენით მიიღწევა“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

ილია მეორემ მრევლს რწმენის მნიშვნელობა შეახსენა.

„რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში“, - ნათქვამია გზავნილში.

მან ასევე მადლობა მოუხადა მრევლს რეკომენდაციების დაცვისთვის და დალოცა ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლეს.

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე.

საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს >>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დღიდან 19 აპრილამდე კორონავირუსით 394 ადამიანი დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აქტიური ფაზა დაიწყო. მხოლოდ ბოლო კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 161-ით გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა 86-მა ადამიანმა, გარდაიცვალა – 4 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 547 პაციენტია. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან სამკურნალოდ სამშობლოში ჩამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0