საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

© Sputnik / Alex Shlamovაღდგომა დისტანციის დაცვით
აღდგომა დისტანციის დაცვით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების გამო ბევრმა სასულიერო პირმა მოუწოდა მრევლს სახლში ლოცვისკენ და ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანებია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 19 აპრილს აღინიშნება.

© Sputnik / Alex Shlamovაღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - Sputnik საქართველო
აღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში

აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

ქრისტიანები აღდგომისთვის 48 დღე ემზადებიან - ამდენ ხანს გრძელდება დიდი მარხვა.

ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.

© Sputnik / Alex Shlamovაღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - Sputnik საქართველო
აღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში

ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“

ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.

თუმცა ეს წელი მორწმუნეებისათვის მძიმე გამოდგა. კორონავირუსის გავრცელების გამო ბევრმა სასულიერო პირმა მოუწოდა მრევლს სახლში ლოცვისკენ და ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ.

© Sputnik / Alex Shlamovაღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - Sputnik საქართველო
აღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში

ტრადიციულად, ამ დროს ტაძრები სავსეა მრევლით, მაგრამ წელს მორწმუნეებს ეკლესიებამდე მისვლა დაწესებული შეზღუდვების გამო გაუჭირდათ. მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით აკრძალა.

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე.

© Sputnik / Alex Shlamovაღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - Sputnik საქართველო
აღდგომა დისტანციის დაცვით - მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სასაფლაოები. შესაბამისად, აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს მოსახლეობა ტრადიციულად ახლობლების საფლავებს ვერ მოინახულებს.

სააღდგომოდ საქართველოში დიდი სუფრები იშლებოდა და სტუმრიანობა იყო. თუმცა წელს აღდგომის აღნიშვნა ყველას მხოლოდ ოჯახის ვიწრო წრეში უწევს. ვირუსმა პლანეტის ყველა ადამიანის გეგმები შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0