თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფია მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.