Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ყველა ტაძართან პოლიციაა“ - თბილისში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლები თითოეულ ტაძართან აკონტროლებენ სიტუაციას, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ.

ორმეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინინგი და უმრევლო ტაძრები:როგორ იზეიმებენ აღდგომას ქვეყანაში >>

ვაჟა სირაძე იმყოფება დედაქალაქის მთავარ ტაძართან - სამების საკათედრო ტაძართან ეკლესიაში, სადაც სააღდგომო წირვა აღესრულება. უკვე შეიკრიბნენ მორწმუნეები, რომლებიც ორმეტრიანი დისტანციის დაცვით დგანან.

„საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, საგანგებო რეჟიმის თაობაზე მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა უზრუნველყონ. ჩენ აქტიურად ვითანამშრომლებთ საპატრიარქოსთან... პოლიციის თანამშრომლები ყველა ტაძართან იმყოფებიან“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში უკვე დაიწყო კომენდანტის საათი და მორწმუნეებს ტაძრებში დილის 6 საათამდე მოუწევთ დარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 3 ათას ლარიანი ჯარიმა ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0