თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოში ისრაელიდან სპეცრეისით ჩამოიტანეს წმინდა ცეცხლი, რომელიც საქართველოს ტაძრებში გადანაწილდება, იუწყება ტელეარხი Imedi.
ნამდვილი სასწაული: წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში >>
წინა წლებთან შედარებით, ამჯერად ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად ისრაელში გაემგზავრნენ, თვითმფრინავიდან არ გადმოსულან. ცეცხლი პირდაპირ თვითმფრინავში აიტანა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ.
ამავე თვითმფრინავმა ჩამოიყვანა სამშობლოში საქართველოს 152 მოქალაქე, რომლებიც ჩამოსვლისთანავე კარანტინში მოთავსდებიან.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას იერუსალიმში ვერ დაესწრო ათასობით მომლოცველი, რომლებიც ამ დროს წმინდა ცეცხლის მოლოდინში აღდგომის ტაძარს ავსებენ.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს, დიდ შაბათს ცეცხლი გადმოვიდა. ქრისტიანული სამყაროს მთავარ წმინდა ადგილას რწმენის ამ სიმბოლოს მიღება პირველებმა მხოლოდ სასულიერო პირებმა შეძლეს.
ცეცხლი გადმოდის ლიტანიობის დროს - განსაკუთრებული ლოცვის დროს, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს. პატრიარქი სამჯერ შემოუვლის კუბუკლიას - ქრისტეს საფლავის თავზე აგებულ სამრეკლოს, რომელიც ტაძრის ცენტრში მდებარეობს. შემდეგ შედის კუბუკლიაში, სადაც ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობს.