იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს სპეცრეისი ჩამოიტანს

© photo: Sputnik / StringerAirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
AirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. დღეს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისით ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან, ასევე, ამავე რეისით საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან.

„აღსანიშნავია, რომ ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 აღდგომის ტაძარი - Sputnik საქართველო
ქრისტე აღდგა! იერუსალიმში ცარიელ აღდგომის ტაძარში ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეოკადრები

შეგახსენებთ, იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით დღეს 14:50 საათზე გადმოვიდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას 15-მდე ადამიანი დაესწრო.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, 18 აპრილის მონაცემებით,  ამ დროისათვის ევროპიდან სამშობლოში ექვსი ათასზე მეტი ქართველი დაბრუნდა. უცხოეთში დარჩენილმა შვიდი ათასზე მეტმა მოქალაქემ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს მთავრობისგან დახმარება მიიღო.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია Georgian Airways-ი ახორციელებს. ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

CNN: ტაძრებში აღდგომის ხალხმრავალი აღნიშვნა საქართველოსთვის კატასტროფად შეიძლება იქცეს >>

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

 

ყველა ახალი ამბავი
0