Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 86 პირი

© REUTERS / CIRO DE LUCAტესტის ჩატარება
ტესტის ჩატარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, გარდაიცვალა – 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 519 პაციენტია.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

აქედან გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, გარდაიცვალა – 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 519 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა.

31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0