Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ზურაბიშვილი თანამემამულეების დასაბრუნებლად გაწეული დახმარებისთვის ერდოღანს მადლობას უხდის

© photo: President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სოლიდარობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიიფ ერდოღანს საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად გაწეული დახმარებისთვის ტელეფონით მადლობა გადაუხადა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე.

საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა ორ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სოლიდარობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ კრიზისულ და პოსტკრიზისულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო კორიდორი, ასევე, სატრანსპორტო ქსელი, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე და კრიზისულ ვითარებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონული სოლიდარობა. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს თურქეთთან ღრმა და აქტიურ თანამშრომლობას.

ვიდეომოლაპარაკება საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში სწრაფად გაიმართება.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 69 392 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციამ 1500-ზე მეტი მოქალაქე შეიწირა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 16 აპრილის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია. კიდევ სამი პირი სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0