თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ამჟამინდელი პანდემიის პირობებში სოციალური დისტანცირების სტრატეგია ეფუძნება ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადადების იმ მოდელს, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წელსაა შემუშავებული, აცხადებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) პროფესორი ლიდია ბურუიბა.
მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში მოქალაქეთა სოციალური დისტანცირებისთვის დაწესებული მანძილი — 1,5-2 მეტრი მეტად მცირეა და ადამიანს ინფიცირებისგან არ იცავს.
მეცნიერმა ეს თვალსაჩინოდ დაამტკიცა და კვლევის შედეგები Journal of the American Medical Association-ში (JAMA) გამოაქვეყნა.
მკვლევარი ზესწრაფი კამერის დახმარებით იღებდა ადამიანებს დაცემინებისა თუ დახველების მომენტში, რა დროსაც კამერამ დეტალურად „აღნუსხა“ აეროზოლური ღრუბელი — ნერწვისა და ნახველის ნაწილაკები, რომლებსაც ისინი აფრქვევდნენ.
Gruesome video shows how a #coronavirus-infected sneeze can spray droplets up to 27 feet away - four times the recommended social distancing measure pic.twitter.com/Bsrst1pLAk
— Hans Solo (@thandojo) April 16, 2020
ბურუიბას ექსპერიმენტებიდან და გამოთვლებიდან ირკვევა, რომ დაცემინებისა თუ დახველების დროს ვირუსებით მჭიდროდ გაჯერებული აირადი ღრუბელი დაახლოებით 8 მეტრზე ვრცელდება წამში 100 ფუტამდე (30,48 მ) სიჩქარით.
ლიდია ბურუიბას თქმით, ძველ მოდელებზე დაფუძნებული რეკომენდაციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არაეფექტურია, ვინაიდან მათში არ არის გათვალისწინებული ვირუსით გაჯერებული ნაწილაკების მაღალიმპულსური ღრუბლის არსებობა, რომელიც შორ მანძილზე გადაეცემა.