თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.
„ვებრძოლოთ პანდემიას საერთო ძალისხმევით! ერთად გავიმარჯვებთ!“ – ასეთია საქართველოს გზავნილი აზერბაიჯანელი ხალხისადმი, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ეს ჟესტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია აზერბაიჯანის საგარეო უწყებას.
„გმადლობ, მეგობარო საქართველო!“ – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სოციალურ ქსელ Twitter-ში.
საქართველომ ანალოგიური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკვე გამოხატა ბევრი ქვეყნის მიმართ, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, მათ შორის არიან იტალია, საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი.