Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„შეთანხმებული არ ყოფილა“ – საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცრების შესახებ

© photo: Sputnikსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ეკლესია საქმის კურსში არ იყო, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს გაამკაცრებდა.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქოში კომენტარი გააკეთეს ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ აიკრძალოს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17-დან 21 აპრილამდე, და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

წყნეთში ტაძარი დაიკეტა – ერთ–ერთ მრევლს კორონავირუსი დაუდგინდა>>

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ აკრძალვამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სასულიერო პირთა და მოწმუნეთა შორის.

„აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვითისმსახურების ჩატარებაზე.

ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
დეკანოზი: როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება ვილაპარაკოთ?!

თუმცა, მეორე მხრივ, სამღვდელოების ნაწილმა უკვე მოუწოდა მრევლს, აღდგომა სახლში გაატაროს.

აღდგომის ღამეს მორწმუნეთა ნაწილი, ვინც აპირებს ტაძრებში მისვლას, იქ კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ საღამოს ცხრა საათამდე უნდა მივიდეს და ეკლესიაში დილის ექვს საათამდე, კომენდანტის საათის დასრულებამდე უნდა დარჩეს. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ზომების გამკაცრება კონკრეტულად ეკლესიას არ უკავშირდება. გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მოქალაქეების მობილობა შეემცირებინათ.

ქვეყანაში დაიკეტა ყველა სასაფლაო. ასევე 17 აპრილიდან აუცილებელი ხდება სამედიცინო ნიღბის ტარება დახურულ საჯარო შენობებში.

ყველა ახალი ამბავი
0