ქართველი ხმის რეჟისორი პრესტიჟული ვებ-გვერდის გარეკანზე მოხვდა

© photo: George Gvarjaladze / FBგიორგი გვარჯალაძე
გიორგი გვარჯალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა კომპანია Prism Sound-მა თავისი ვებ-გვერდის გარეკანისთვის ქართველი ხმის რეჟისორი გიორგი გვარჯალაძე შეარჩია.

თბილისი 17 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი ხმის რეჟისორი, პროდიუსერი და კომპოზიტორი გიორგი გვარჯალაძე მსოფლიოში წამყვანი აუდიოპროდუქციის პროფესიული მწარმოებელი კომპანია Prism Sound-ის გარეკანზე მოხვდა.

Prism Sound მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რომელიც მუშაობდა ისეთ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან, როგორიც არიან Pink Floyd, The Who, The Cure, Muse, პოლ მაკარტნი და მრავალი სხვა. საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის კომპანია ხშირად აქვეყნებს თავისივე მომხმარებლის ფოტოებს.

ეგერტ მილდერი - Sputnik საქართველო
Georgia On My Mind – როგორ გახდა საქართველო ესტონელი მუსიკოსის შთაგონების წყარო

მარტივად რომ ვთქვათ, ამგვარად ბრენდი ხმამაღლა აცხადებს, რომ ქართველი ხმის რეჟისორი მათ პროდუქციას – აუდიოკონვერტერს იყენებს. თავად გიორგი გვარჯააძემ იმის თაობაზე, რომ ვებ-გვერდის გარეკანზე მოხვდა, სრულიად შემთხვევით გაიგო თავისი მეგობრისგან.

გიორგი გვარჯალაძე, როგორც მუსიკოსი და ხმის რეჟისორი, ადგილობრივ სცენაზე 1990-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ის სხვადასხვა ჯგუფში გამოდიოდა, თანადათანობით აითვისა (სრულიად დამოუკიდებლად) ხმა. მისი ერთ-ერთი პირველი კომერციული პროექტი უკავშირდება ნინო ქათამაძესა და ირაკლი ჩარკვიანს. ცოტა ხნის წინ ის მუშაობდა Moku Moku-სთან ან LoudSpeakers-თან.

ამჟამად გვარჯალაძე საკუთარი სტუდიის Leno Records-ის სახელით განაგრძობს მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0