თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოდან ცხრა კილომეტრში, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
3,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:45 საათზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია დაზიანებებისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.