მარინა ეზუგბაია: ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულ შეზღუდვებს.
მარინა ეზუგბაია: ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში
„მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ძალიან რთული იყოს, ვიყოთ სახლში და დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე.

17 აპრილის 12:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. დაიკეტა ყველა სასაფლაო. ასევე 17 აპრილიდან საქართველოში აუცილებელი ხდება სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 370 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 77 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0