ქვემო ქართლის რწმუნებული ბოლნისში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბურ ზრდაზე საუბრობს
„არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის ძირითადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან, მათი ოჯახის წევრები და არა მარტო, და ასევე არის ერთი დადასტურებული ფაქტი ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტში. ეს არის ერთ-ერთი ექთანი, რომელიც 10 დღის განმავლობაში იყო დაკვირვების ქვეშ“, - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში კორონავისუსით ინფიცირების 70 ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგან 9 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია ერთი მოქალაქე.
მთლიანად კი ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდეა გაზრდილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 79 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა სამი.