Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

წულუკიანი: სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაივსოს

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომას აღნიშნავს, თუმცა კორონავირუსის აფეთქების გამო სახელმწიფო მოუწოდებს მორწმუნეებს სახლში დარჩნენ და საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდონ.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაძრები უნდა გაივსოს, ასეთ შემთხვევაში ეკლესია ვერ დაიცავს დისტანციას და მივიღებთ ეპიდემიურ აფეთქებას, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ინფექციონისტების თქმით, ქვეყანაში ინფექციის შიდა გადაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე აღრიცხულია, ამიტომ საფრთხეც გაიზარდა  - Sputnik საქართველო
საკომენდანტო საათი და დაცარიელებული თბილისი - უკაცრიელი ქალაქის ქუჩების ფოტოები

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომას აღნიშნავს. მოახლოებული დღესასწაულის აღნიშვნის საკითხი საპატრიარქოსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი გახდა.

სამშაბათს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, 14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომაზე, 19 აპრილის ღამეს მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარს დატოვებს დილის ექვს საათზე. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

„მგონია, პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, სახელმწიფომ რომ არ დაკეტა ტაძრები, ეკლესია თავისით ტაძრებს რა თქმა უნდა არ და ვერ დაკეტავდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაძარი უნდა გაივსოს. ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ეპიდემიურ აფეთქებას ვგულისხმობ. ამ აფეთქების თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, ხალხმა, დიდმა, პატარამ ყოველდღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ. ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ინფექციონისტების თქმით, ქვეყანაში ინფექციის შიდა გადაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე აღრიცხულია, ამიტომ საფრთხეც გაიზარდა  - Sputnik საქართველო
საკომენდანტო საათი და დაცარიელებული თბილისი - უკაცრიელი ქალაქის ქუჩების ფოტოები

წულუკიანის განმარტებით, ღია ტაძარი არის ქვეყნის იდენტობაში უდიდესი სიმბოლო და ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება. თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მთავრობასაც, ეკლესიასაც და მოქალაქეებსაც და მთავრობა მოქალაქის ნაცვლად ვერ დარჩება სახლში.

„ჩვენ, მთავრობის წევრები დავრჩებით სახლში, მაგრამ თქვენც ყველანი უნდა დარჩეთ სახლში, ეკლესიამ სწიროს სასულიერო პირების მონაწილეობით და თუ მაინც იქ მოხვდებიან და მივლენ მოქალაქეები ცხრა საათამდე, ასეთ შემთხვევაში, მათ მოუწევთ იქ ყოფნა კომენდანტის საათის დასრულებამდე და იმედია, რომ ეს იქნება ძალიან ცოტა ოდენობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

16 აპრილის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 340-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0